ბიოგრაფია
დაიბადა 1956 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1978-79 წლებში მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
- ჯამბაზი (თ. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- ლევანი (თ. მეტრეველი ,,შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე),
- ბანკის მმართველი, პრეზიდენტი, მსახიობი (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
- ლოთი, მეგარმონე, კოჭლი (ბ. ბრეხტი “კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი – რ. სტურუა),
- მკვლელი (შექსპირი “მეფე ლირი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
- გოჩა (ი. სამსონაძე ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, რეჟისორები – გ. თავაძე, გ. ბარაბაძე),
- მოქალაქე, ჯარისკაცი (კალდერონ დე ლა ბარკა ,,ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- ჭეიშვილი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- პოლიციელი (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- მკვლელი (შექსპირი ,,მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- მცველი (ხ. ლევინი ,,პირდაღებული”, რეჟისორი და კომპოზიტორი – დ. საყვარელიძე),
- გელა (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),
- ქავთარ (გრ. რობაქიძე ,,ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- შაქრო, მოსე (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
- ჯარისკაცი (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა),
- ლადო (ი. სამსონაძე ,,ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
- ქონდართუხუცესი (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
- მეათე მსაჯული (რ. როუზი ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, რეჟისორები – რ. სტურუა, რ. ჩხაიძე)
- ლორდი სენტ ჯონი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
მონაწილეა სპექტაკლებისა: “მეფე ლირი“, ,,იაკობის სახარება’’, “სტიქსი”, “ჯადოსნური ღამე”, “შობა ტიფლისში”, “ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”.
რუსთავის თეატრში განსახიერებული როლები:
- ბადრი (,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია”), გლეხი (,,გვირგვლიანების ოჯახი”).
- ითამაშა თავისუფალი თეატრის სპექტაკლში “პროვინციული ამბავი”.
გადაღებულია ფილმებში:
“ბეღურების გადაფრენა” (რეჟისორი – თ. ბაბლუანი), “სიყვარული ყველას უნდა” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “ლომა დავიწყებული მეგობარი” (რეჟისორი – ბ. რაჭველიშვილი), “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “მჭედელი” (რეჟისორი – ბ. ჩხეიძე), “მენახირე” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “ადამიანთა სევდა” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “ბატონი ავანტურისტები” (რეჟისორი – ბ. ჩხეიძე), “ხარება და გოგია” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “პეიტარი” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “ჭა” (რეჟისორი – ა. ჩარკვიანი), “ლუიზა” (რეჟისორი – ვ. კვაჭაძე), “გამოცხადება” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “ქველი” (რეჟისორი – ვ. კვაჭაძე), “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი – რ. ჩხეიძე), “ლოლიტა” (რეჟისორი – რ. გიორგობიანი), “ლუკას სახარება” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “მარტოობის ორდენის კავალრები” (რეჟისორი – ა. ცაბაძე), “მიჯაჭვული რაინდები” (რეჟისორი – გ. ჩოხელი), “სიყვარული ვენახში” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “ჩემი პირველი სიყვარული (რეჟისორი – ს. ჯაჭვლიანი), “სიყვარული და კარტოფილი” (რეჟისორი – ნ. გიუნაშვილი), “სკამი” (რეჟისორი – ლ. ბზვანელი), “მიდიოდა მატარებელი” (რეჟისორი – გ. შენგელაია), “თედო” (რეჟისორი – ა. შანშიაშვილი), “გარიგება” (რეჟისორი – ზ. კოლელიშვილი), “ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა” (რეჟისორი – ვ. ჟივოლუბი), “გაქცევა ქვეყნიერების დასასრულამდე” (რეჟისორი – ა. მაიოროვი), “ლიტვური ტრანზიტი” (რეჟისორი – კუბილასი) და სხვა.
მონაწილეა ტელეპროექტისა “სიცილის ზონა”.
2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.