ბიოგრაფია
დაიბადა 1980 წელს.
2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი სამსახიობო ფაკულტეტი (გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი) და ამავე წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოფელია (შექსპირი “ჰამლეტი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
ანგელოზი (ლ. ბუღაძე “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და. . . პრეზიდენტი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
მაგდა (ი. სამსონაძე “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“, რაჟისორი – რ. სტურუა),
დელი (თ. ჭილაძე “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, რეჟისორი – რ. სტურუა),
ანა (მ. ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
აღაზა (ვაჟა-ფშაველა “სტუმარ-მასპინძელი“, რეჟისორი – ვ. გორგოშიძე),
ია (თ. ჭილაძე “ნადირობის სეზონი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
პრინცესა ნატალი ორანიელი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).
სადღაც, ცისარტყელას მიღმა… (ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
ჰედა გაბლერი (ჰენრიკ იბსენი “ჰედა გაბლერი”, რეჟისორი – თათა პოპიაშვილი)
მონაწილეა სპექტაკლებისა “სტიქსი“, “ჯადოსნური ღამე”
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში შეასრულა ჯულიეტას როლი (შექსპირი “რომეო და ჯულიეტა“, რეჟისორი – გ. მარგველაშვილი).
გადაღებულია ფილმებში:
“გარპასტუმ“ (რეჟისორი – ა. გერმანი), “უშენოდ მგონი მოვკვდები“ (რეჟისორი – ლ. თუთბერიძე), “ბელისიმა ანუ ბედნიერება“, “გასეირნება ყარაბახში“ (რეჟისორი – ვ. ბურდული), “თბილისური LOVE Story“ (რეჟისორი – ი.ჩხიკვაძე), “რენე მიდის ჰოლივუდში“(ალიკა ცაბაძე), “გული +“.(ირაკლი ჩხიკვაძე), „უცხო კაცი“ (ანა ურუშაძე), „მე მიყვარს თბილისი“ (ნიკა აგიაშვილი), „keep smiling” (რუსუდან ჭყონია), „შემთხვევითი პაემნები“ (რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი), „პრეზიდენტი“ (რეჟისორი – მოჰსენ მაჰმალბაფი),
მხატვრული სერიალები
„ცხელი ძაღლი“ (რეჟისორი – ზაზა ურუშაძე)
„ტიფლისი“ (რეჟისორი – ლევან დაბრუნდაშვილი)
„პარადოქსი“ (რეჟისორი – ლევან ბახია)