ბიოგრაფია
დაიბადა 1978 წელს.
1999 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1999-2003 წლებში იყო თელავის თეატრის მსახიობი. 2005 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოთარი (ლ. ბუღაძე “ჯარისკაცი,სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ქონდარუხი (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
მუშა (დ. კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),
ვანო (ი. სამსონაძე „ყოფილების სარეცელი“, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),
ნესტორ პაპასტვირი (ი. სამსონაძე, გ. თავაძე “დაბოლილი მთვარე”, რეჟისორი – გ. თავაძე),
პოლონიუსი (“ჰალმეტ.com X” სურათები უილიამ შექსპირის “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),
მისტერ ბამბლი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
კასკა (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
ორონტი – მიზანთროპი ( ჟან-ბატისტ მოლიერი, რეჟისორი- გოშა გორგოშიძე)
მასხარა -კონკია(რეჟისორი- რობერტ სტურუა)
გოგა -სადღაც, ცისარტყელას მიღმა… (ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
მონაწილეა სპექტაკლისა – ,,შობა ტიფლისში”, “საახალწლო ნობათი”.
სხვადასხვა თეატრის სცენაზე მან ითამაშა სპექტაკლებში:
“საწყაული საწყაულის წინ” (რეჟისორი – ნ. ხატისკაცი), “მშვიდობით ლომებო” (რეჟისორი – გ. ჩაკვეტაძე), “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (რეჟისორი – ლ. სვანაძე), “იეთიმბურჯი”, “ხანუმა”, “იხვებზე ნადირობა”, “აჩრდილები”, “ყველა ჩემი შვილია”, “ვოიცეკი”.
გადაღებულია ფილმებში:
“ფელიჩიტა” (რეჟისორი – ნ. ალექსი-მესხიშვილი), “27 დრაკონი” (რეჟისორი – ბ. გიორგობიანი), „ქაღალდის ტყვია“(რეჟისორი – ლ. თუთბერიძე).
მონაწილეა სატელევიზიო შოუებისა:
“ასსა”, “კაბარე 5 ვარსკვლავი”, ,,შობა ტიფლისში”.
პაატა გულიაშვილი არის წამყვანი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ შოუპროგრამისა “ფარული კამერა“.
მიღებული აქვს ჯილდოები:
2004 წ.წ. მიიღო თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია “წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“;
2004 წელს მიიღო “ოქროს ნიღაბი“, ეპიზოდური როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „მშვიდობით ლომებო“;
მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო – ღირსების მედალი.
იგი არის ავტორი სიმღერისა, რომელიც 2011 წლის პოპულარულ სიმღერად აღიარეს.
2011 წლიდან არის ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (“პირდაღებული”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე)