მანანა აბრამიშვილი

მსახიობი

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2007 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობია.

რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

გლინდა (ფრენკ ბაუმი “ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი”, რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა)

ფეფენა (დავით კლდიაშვილი “მსხვერპლნი”, რეჟისორი – გიორგი კაშია)

ოკეანის ასული (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)

ანა ფროიდი (ერიკ-ემანუელ შმიტი, “სტუმარი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),

მეხანძრე (მაქს ფრიში, “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ამალია (ნ. იორდანოვი, “გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე),

ქადაგი (ვაჟა-ფშაველა “სტუმარ-მასპინძელი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),

გერტრუდა (“ჰამლეტი.comX”, სურათები უილიამ შექსპირის  “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),

ანა, კოკოლი (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმას და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),

მისის ბედუინი, სალი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

გრაფის ასული ადელი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).

არსინოა (ჟან-ბატისი მოლიერი “მიზანთროპი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე)

პირველი დედა – ლისისტრატე (ლაშა ბუღაძე, რეჟისორი- დავით საყვარელიძე)

ანა ბე – (ლაშა თაბუკაშვილი ,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორები – გ. ბრეგაძე, დ. ნიკოლაძე)

მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,ელექტრა”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”,
“იყო და …რა?!” (შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მიხედვით, რეჟისორები – ა. ბაქრაძე, ნ. კვასხვაძე, თეატრი “Life”), ”ამერიკა” (ნ. კვინიკაძე, რეჟისორები – ვ. ფურცხვანიძე, ლ. ნოზაძე), “განაჩენი ჩვენს ბავშვს” (ფ. ქ. კროტცი, რეჟისორი – ლ. ჭინჭარაული), “ბენიამინი” (რ. პაჩოხა, რეჟისორები – ტ. ლეშჩინსკი, ი. გოგია) “ელექრა” (დამდგმელი რეჟისორი _ გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი _ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), “ჯადოსნური ღამე”.

გადაღებულია დოკუმენტურ ფილმებში:
“გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია“ (რეჟისორი – ი. კოჭლამაზიშვილი) და სატელევიზიო ფილმში “უიქენდი” (რეჟისორი – თ. ფალა-ვანდიშვილი).

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: