ჟანრი ლოლაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1942 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი  ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),

ტიმოთე  (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი – რ. სტურუა),

გრენგოლი (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

მეორე ვეზირი (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მწერალი (პ. კაკაბაძე  ,,ყვარყვარე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მერკუციო  (შექსპირი  ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

თედორე (ა. ტოლსტოი ,,ივანე მრისხანეს სიკვდილი” რეჟისორი – ლ. მირცხულავა),

მთხრობელი (ბ. ბრეხტი  ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

გიორგი (ნ. წულეისკირი  ,,თუთარჩელა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),

ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი  ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

ვარსქენი (ი. ცურტაველი  ,,შუშანიკის მარტვილობა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),

ბრიგადირი (ა. გელმანი ,,დასაწყისი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

იონა (ლ. თაბუკაშვილი ,,ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

მასხარა (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე)

ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს  მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში:

“მწვანე მდელო”(რეჟისორი – ა. რეხვიავილი),  “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი – თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი – ზ. თუთბერიძე),  “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი – ა. მაიოროვი),  “ნუცა” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი),  “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები – ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე),  “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი – რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი),  “გზა შინისაკენ” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები – გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი),  “ჭა” (რეჟისორი – ჩარკვიანი),  “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე),  “სამი სახლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე)  და მრავალი სხვა.

სატელევიზიო სპექტაკლები:
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”,  “მიწისქვეშა სასახლეები” და სხვა

მედია & ჯილდოები:

1976
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979
სსრკ სახელმწიფო პრემია
1981
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1981
პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”)

კონტაქტი: