ზუკა პაპუაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1974 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1997 წლიდან.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: 

ლორდი  (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),

კოსტა (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა დ. ხინიკაძე), A

ანტონიო (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა),

გილდენსტერნი, მარცელიუსი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ონისიმე მათარაძე (დ. კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),

მიდი-მოადე (არჩილ სულაკაური ,,სალამურა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),

ედგარი (ფ. დიურენმატი ,,ვთამაშობთ სტრინდბერგს’’, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

მეორე ხისმჭრელი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),

პრაკაზა (,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება”, ავტორი და რეჟისორი – გ. მგელაძე),

შლაპიანი (თ. ჭილაძე “ნადირობის სეზონი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

რობერ ფლაპი (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი “გაუმარჯოს ბუშონს”, რეჟისორი – ი. ბაკურაძე).

ახალგაზრდა კაცი (ს. ბეკეტი “პირველი სიყვარული, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

კარლ ლანგმანი (ბ. ბრეხტი “დაკანონებული უკანონობა”, დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

ედეკი (ს. მროჟეკი “ტანგო”, სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გიორგი თავაძე)

 

კ. გამსახურდიას თეატრში ითამაშა კიროს სპექტაკლში “ვიწრო ბილიკი ჩრდილოეთისკენ” (რეჟისორი – დ. საყვარელიძე)

თეატრალურ სარდაფში განსახიერებული როლები: თავადი ფანტიაშვილი (ა. ცაგარელი”ხანუმა”, რეჟისორი – ლ. წულაძე), მექი (ბ. ბრეხტი “სამგროშიანი ოპერა”, რეჟისორი – ლ. წულაძე), ანტონიო (შექსპირი “ვენეციელი ვაჭარი”, რეჟისორი – ლ. წულაძე),  გრაფი (ბომარშე “ფიგაროს ქორწინება”, რეჟისორი – ლ. წულაძე), მამა (ფ. კაფკა “მეტამორფოზა”, რეჟისორი – ლ. წულაძე), გურამი (“ET CETERA”, რეჟისორი – ლ. წულაძე), ვახტანგი (“სხვა მთვარე”).

გადაღებულია ფილმში “მიდიოდა მატარებელი” (რეჟისორი – გ. შენგელაია)

მედია & ჯილდოები:

2000
მიიღო პრიზი “ოქროს ნიღაბი” მამაკაცის როლი საუკეთესო შესრულებისათვის (“ET CETERA”)

კონტაქტი: