ნანა ფაჩუაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1943 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1964 წლიდან. 

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ევა (ი. შტოკი ,,ღვთაებრივი კომედია”, რეჟისორი – ბ. კობახიძე),  მზია (გ. ნახუცრიშვილი ,,ჭინჭრაქა”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),  

პოლი პიჩემი (ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),

სუსანა (ა. მილერი ,,სეილემის პროცესი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

თმაგაჩეჩილი, მომღიმარი, მოტირალი, მწვანეკაბიანი, სოფლელი გოგონა, დედოფალი (სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),

ლია და გულიკო (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

სონა (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ფაცია (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

ელისო (თ. ჭილაძე ,,აკვარიუმი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

მარიკა (თ. ჭილაძე ,,მოულოდნელი სტუმარი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

ადელა (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – ტ. ჩხეიძე),

II ბანოვანი (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ლედი ანა (შექსპირი ,,რიჩარდ III”, რეჟისორი – რ. სტურუა),

იამზე  (თ. მეტრეველი ,,შეშლილი, შეშლილი ახალი წელი”, რეჟისორი _ რ. ჩხაიძე),

ქვრივი (რ. იბრაგიმბეგოვი ,,დაკრძალვა კალიფორნიაში”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ქალი (ა. გელმანი ,,გასაღები”, რეჟისორი – გ. ანთაძე),

ეკა (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი – ა. ენუქიძე),

თინა (ლ. გერში ,,ეს თავისუფალი პეპლები”, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),

ცაცა (ი. სამსონაძე ,,იქ სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი – გ. თავაძე),

ლიზიკო (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე),

პელაგია (დ. კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი).

დარეჯან დედოფალი (თამარ და აკაკი პაპავები, ,,უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)

ნელი (სემუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)

ევგენია (ბებია) – (ს. მროჟეკი “ტანგო”, სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გიორგი თავაძე)

თეატრალური სარდაფი – ალისა (,,სიკვდილის როკვა”)

ს. ახმეტელის სახელობის თეატრი – კლარა (,,მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი”)

თავისუფალი თეატრი – კირკე (,,მედეა”)

მედია & ჯილდოები:

1976
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1981
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998
ღირსების ორდენი
2003
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
2007
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
2012
თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლ ,,დილა მშვიდობისა ასდოლარიანო’’

კონტაქტი: