ბიოგრაფია
დაიბადა 1952 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი.
1970-75 წლებში მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1975 წლიდან – რუსთაველის თეატრის.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ელზა (ე. შვარცი ,,დრაკონი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გიმნაზიელი გოგონა (გ. სუნდუკიანი ,,პეპო”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
მხევალი (იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის მარტვილობა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ფლიპოტი (ჟან- ბატისტა მოლიერი ,,ტარტიუფი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
მეოთხე მხევალი (ა. ვალიეხო ,,ოცნება”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე),
ანოს მეგობარი (თ. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ანო, მდივანი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
დარეჯანი (შ. შამანაძე ,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე),
ყამარი (შ. შამანაძე ,,ღია შუშაბანდი”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე),
რიგანი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ანა (,,გარეუბნის მარტოსახლი”, ავტორი და რეჟისორი – გ. სიხარულიძე),
ელენი (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
ძემინა (კ. გოცი ,,ქალი-გველი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე),
მოახლე (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
ჩრჩილი, ქალი, მას (ლ. კეკელიძე ,,ყველაფერი არაფერზე”, რეჟისორი – კ. მირიანაშვილი),
დედა (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),
ქალბატონი კნეხტლინგი (მ. ფრიში ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
დედა (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),
ელისაბედი (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში“, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
თამარ ახვლედიანი (რ. ჰარვუდი “მოხუცი ჯამბაზები“, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
მედუქნის მეუღლე (თომას ბერნჰარდი “სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher”, რეჟისორი – ქრისტიან პაპკე)
ლაზარევი (თამარ და აკაკი პაპავები, ,,უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე),
იულიანე ტესმანი (ჰენრიკ იბსენი “ჰედა გაბლერი”, რეჟისორი – თათა პოპიაშვილი).
მონაწილეა სპექტაკლის (მარო მადოიან-ალაჯაჯიანი “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ”, რეჟისორი – ჰ. ღაზანჩიანი)
მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,სტიქსი’’, “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა), ,,ჯადოსნური ღამე”, ,,შობა ტიფლისში”
მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები:
ქალბატონი ვანდანი (,,ანა ფრანკის დღიური”), თამარი (,,თეა და თემო”), ეფროსინე (,,ქამუშაძის გაჭირვება”), აგნესა სორელი (,,ორლეანელი ქალწული”), ჩიტი, გადია, ქუჩის ბიჭი (,,მერი პოპინსი”).
თავისუფალ თეატრში შეასრულა კირკეს როლი სპექტაკლში “მედეა“.
გადაღებულია ფილმებში:
“სინემა“ (რეჟისორი – ლ. ელიავა), “XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “დღეს ღამე უთენებია” (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე), “არსენას ლექსი” (რეჟისორი – ნ. ხატისკაცი), “საფეხურები“ (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “ორომტრიალი“ (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე), “სამცენარე“ (რეჟისორი – დ. ჯანელიძე), “უძინართა მზე“ (რეჟისორი – თ. ბაბლუანი), “მოკვეთილი“ (რეჟისორი – გ. მატარაძე), “ვალსი პეჩორაზე“ (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე), “ლეონარდო“ (რეჟისორი – დ. ნაცვლიშვილი), “ბათა ქექია“ (რეჟისორი – ლ. გორდელაძე), “ბილიკები“ (რეჟისორი – ზ. თუთბერიძე), “შუშანიკის მარტვილობა“ (რეჟისორი – ვ. ზუბაშვილი), “ჩემი საბნის ნაკეცები“ (რეჟისორი – ზ. რუსაძე), “ხსოვნა“ (რეჟისორი – გ. ვეფხვაძე).
გადაღებულია სატელევიზიო დადგმაში “ნოველა სიყვარულზე“