ავტორი
რეჟისორი
მხატვარი
მუსიკალური გაფორმება
ქორეოგრაფი
რეჟისორის ასისტენტი
მცირე სცენა
ერთ მოქმედებად
სპექტაკლის შესახებ: ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში, ემიგრაციაში იმყოფება და 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. ის ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ მნიშვნელოვან დღეს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებს, მაგრამ ამაოდ. სატელეფონო ზარით იგი შეიტყობს, რომ თითოეულ მათგანს „გადაუდებელი“ საქმე აქვს. სახეზეა იმედგაცრუება და სიმარტოვის განცდა. ქეთევანის და, ნინო, რომელიც მოზარდთა ზრუნვის დღის ცენტრში (Adult Day Care Centre) მუშაობს, მარტოდ დარჩენილ ქეთევანს არწმუნებს გაჰყვეს მას მოზარდთა ზრუნვის დღის ცენტრში, რათა მხიარულ გარემოში, ერთად აღნიშნონ მისი იუბილე, ქეთევანი თანხმდება და დაბადების დღეს ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეების წრეში ატარებს. აქ არის ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც დღემდე გააჩნიათ საქართველოდან შორს, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს.