Davit Kvirtskhalia

Artist

Shows:

Biography

დაიბადა 1950 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი – მიხეილ თუმანიშვილი).
1970 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
1988 წელს დაამთავრა საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო).

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

სალამურა (ა. სულაკაური “სალამურა“, რეჟისორი – რ. სტურუა),

ერეკლე (დ. სუმბათაშვილი “ღალატი“, რეჟისორი – რ. სტურუა),

ზაზა (ნ. დუმბაძე “თეთრი ბაირაღები“, რაჟისორი – რ. სტურუა),

ქუჩარა (პ. კაკაბაძე “ყვარყვარე თუთაბერი“, რეჟისორი – რ. სტურუა),

რომეო (შექსპირი “რომეო და ჯულიეტა“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

ჯვებე ქოლორდავა (შ. დადიანი “გუშინდელნი“, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

თამაზი (ა. ჩხაიძე “თავისუფალი თემა“, რეჟისორი – რ. ჩხაიძე),

ანრი (ნ. წულეისკირი, გ. გეგეჭკორი „ძველი სამრეკლო“, რეჟისორი – გ. გეგეჭკორი),

ჯორჯი (ბ. სლეიდი „წელიწადში ერთხელ“, რეჟისორი – რ. ჩხაიძე),

ლუციუსი  (შექსპირი „იულიუს კეისარი“ რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),

რომული (ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟისორი – რ. სტურუა),

მიშიკო (ე. გაბრიელოვიჩი, ი. რაიზმანი ,,ჩვენი თანამედროვე”, რეჟისორები – რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი),

ტელემაქე (ა. ვალიეხო ,,ოცნება”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე),

ახალგაზრდა ჰიტლერი (მ. კვესელავა “ას ერგასის დღე“, რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორის ასისტენტი – დ. კვირცხალია),

ბურგუნდიის მთავარი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ვალოდია (რ. კლდიაშვილი ,,შორაპნელი ქალბატონები”, რეჟისორი – მ. კუჭუხიძე),

მეორე მსაჯული (რ. როუზი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, რაჟისორები – რ. სტურუა, რ. ჩხაიძე),

თემო (თ. ჭილაძე „მოულოდნელი სტუმარი“, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

ცქირი (ი. ცურტაველი „შუშანიკის წამბა“, რაჟისორი – ნ. ხატისკაცი)

ბატონი ბერთულე (ფ. მარსო ,,კვერცხი’’, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),

I ანგელოზი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა’’, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),

ელდარ ბაწაშვილი (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები“, რეჟისორი – დ. საყვარელიძე)

მონაწილეა სპექტაკლის (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”, რეჟისორი – ნ. საბაშვილი)

სხვა თეატრებში განსახიერებული როლები:

მ. თუმანიშვილის სახ. კონომსახიობთა თეატრი:
დიდრო (ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით „ნუ მიგვატოვებ მზეო“, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი),
ბატონი დიმიტრი (უალდერისა და რ. გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი)

მეტეხის თეატრი: პავკა (ნ. ოსტროვსკი „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე)

მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა:
„გზაჯვარედინზე“ (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), „ეს არ უნდა მომხდარიყო“ (რეჟისორი – ზ. კაკაბაძე), „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი), „ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს“ (რეჟისორი – ქ. დოლიძე)

His film credits are the following:
“ქორწინება იმერულად“ (რეჟისორი – ნ. წულაია), “ყვარყვარე“ (რეჟისორი – დ. აბაშიძე), „ნატვრის ხე“ (რეჟისორი – თ. აბულაძე), “მარტოხელა მონადირე“, (რეჟისორი – ქ. დოლიძე), “ელზა“ (შტუტგარტის ტელევიზია),  “ივანოვი, პეტროვი, სიდოროვი“ (რეჟისორი – კ. ხუდიაკოვი), “ფაქტები დღის დასასრულს“ (რეჟისორი – ვ. ბასოვი), „სუბორდინაცია“ (რეჟისორი – ა. ქავთარაძე)

სარეჟისორო ნამუშევრები:
მხატვრული ფილმი „ოქროს ობობა“ – 4 სერია. (სცენარის ავტორები და რეჟისორები – დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე.)
ვიდეოფილმი „ჩემი სახელი საიდან იცი?“ (ნ. დუმბაძის მოთხრობების „დედა“ და „კორიდას“ მიხედვით)

Media & awards

1984
წელს მიიღო ჯილდო კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალზე სარეჟისორო ნამუშევრისათვის (მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ერთხელ“)
1990
წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება

Contact: