Gagi Svanidze

Artist

Shows:

Biography

დაიბადა  1982 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 2005 წლიდან.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ვალიკო (ლ. ბუღაძე ,,ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი’’, რეჟისორი – რ. სტურუა),

უცნობი (ა. ნოტომი ,,მტრის ნიღაბი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ვახტანგი (თ. ჭილაძე ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, რეჟისორი – რ. სტურუა),

იმარინდო (ი. სამსონაძე, გ. თავაძე ,,დაბოლილი მთვარე”, რეჟისორი – გ. თავაძე),

ჟაკი (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი “გაუმარჯოს ბუშონს”, რეჟისორი – ი. ბაკურაძე).

პილადე (სოფოკლე “ელექტრა”, დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

ანტონიუსი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

მონაწილეა სპექტაკლის (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)

მონაწილეა სპექტაკლებისა “სტიქსი”, “ნადირობის სეზონი”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”, “ერთხელ… მხოლოდ…”.

გადაღებულია ფილმში “მარილივით თეთრი” (რეჟისორი – ქ. მაჭავარიანი)

Media & awards

2011
კოტბუსის (გერმანია) საერთაშორისო ფესტივალი, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის

Contact: