ნანუკა ხუსკივაძე

Artist

Shows:

Biography

დაიბადა 1965 წელს.

Graduated from Shota Rustaveli Georgian State University of Theatre and Film acting faculty.

1986 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ანა (ფ. გუდრიჩი და ა. ჰაკეტი “ანა ფრანკის დღიური”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

დარიკო (დ. კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

ისკრა (ბ. ვასილევი „ამაღამ მგონი იქნება ქარი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

ლენა (გ. ბიუხნერი “ლეონსი და ლენა”, რეჟისორი – ნ. კვასხვაძე),

ოფელია (შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

ცოლი (ბ. ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მარტირიო (ფ. გარსია ლორკა “ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),

შპრეხმაისტერი (გ. ბიუხნერი “ვოიცეკი”, რეჟისორი – ლ. წულაძე),

ეკა (ლ. გერში “ეს თავისუფალი პეპლები”, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),

მაშა (ა. ჩეხოვი “თოლია”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

მეგი (“საშობაო სიზმარი”, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორები – რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე),

დედოფალი ელისაბედი (ფ. შილერი “მარიამ სტიუარტი”,  რეჟისორი – გ. კაპანაძე),

ლალი (ლ. თაბუკაშვილი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),

სმერალდინა (კ. გოცი “ქალი-გველი”,  რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე),

ალტი (ა. ენუქიძე “ქალები ნისლში”, რეჟისორი – ა. ენუქიძე),

ვოგი (თ. ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე)

პამპლა (ი. ჭავჭავაძე “კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

მარია (შექსპირი “შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ანგელოზი, მალენა (ლ. ბუღაძე “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი  და. . . პრეზიდენტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ნანა (ი. სამსონაძე “ყოფილების სარეცელი”, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),

რომი (რ. შიმელპფენიგი “ქალი წარსულიდან”, რეჟისორი – მ. ნაცვლიშვილი)

რენე, კორდე (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),

ქორნის ქვრივი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
ციციანოვი (თამარ და აკაკი პაპავები, ,,უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)

მონაწილეა სპექტაკლისა “ჯადოსნური ღამე”, ”ასულნი”.

სხვა თეატრების სცენაზე მან ითამაშა სპექტაკლებში:

“FM 90-იანი ადამიანის ხმა”, რეჟისორი – ნ. ჯანელიძე (მონოსპექტაკლი);
“მაკროპულოსის საიდუმლო”, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი;
“მინდა გამოსვლა წამიდან-ანტიგონე”, რეჟისორი – ნ.ჯანელიძე;
“საჩუქარი დიდებს, როცა ისინი პატარები იყვნენ”, რეჟისორი – ნ. ჯანელიძე (მიუზიკლი)

გადაღებულია ფილმებში:

“გარეჯი” (რეჟისორი – ზ. მექვაბიშვილი),

„ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში“ (რეჟისორი – მ. ანასაშვილი),

„ტოტო მუკამბა“ (რეჟისორი – მ. კოკოჩაშვილი)

Media & awards

Contact: