Pinocchio's Adventure

About the performance

05

December
სპექტაკლის შესახებ: მარტოხელა მოხუცმა ჯეპეტომ, მოლაპარაკე ხის ნაჭრიდან თოჯინა გამოთალა. გრძელცხვირა პინოკიო ცოტა მავნე, მაგრამ კეთილი ხის კაცუნაა; ურჩი, ჯიუტი და დაუდგრომელია, თუმცა – ძალიან მგრძნობიარეც. ზარმაც პინოკიოს არ უნდა სკოლაში სიარული, უყვარს ტყუილები, რის გამოც, გრძელი ცხვირი კიდევ უფრო ეზრდება. იგი ხშირად ხვდება უსიამოვნებებშიც: ცბიერი მელა და კატა მოატყუებენ, ციხეშიც ჩასვამენ, სახედრადაც გადაიქცევა და ბოლოს, მშიერი ზვიგენიც გადაყლაპავს. ამასობაში კი პინოკიო გაიაზრებს სიკეთისა და კარგი საქციელის ფასს.