ბიოგრაფია
დაიბადა 1982 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 2005 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ვალიკო (ლ. ბუღაძე ,,ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი’’, რეჟისორი – რ. სტურუა),
უცნობი (ა. ნოტომი ,,მტრის ნიღაბი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ვახტანგი (თ. ჭილაძე ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, რეჟისორი – რ. სტურუა),
იმარინდო (ი. სამსონაძე, გ. თავაძე ,,დაბოლილი მთვარე”, რეჟისორი – გ. თავაძე),
ჟაკი (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი “გაუმარჯოს ბუშონს”, რეჟისორი – ი. ბაკურაძე).
პილადე (სოფოკლე “ელექტრა”, დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
ანტონიუსი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
მონაწილეა სპექტაკლის (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
მონაწილეა სპექტაკლებისა “სტიქსი”, “ნადირობის სეზონი”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”, “ერთხელ… მხოლოდ…”.
გადაღებულია ფილმში “მარილივით თეთრი” (რეჟისორი – ქ. მაჭავარიანი)