გოგა ბარბაქაძე

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წელს.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო  ინსტიტუტის  სამსახიობო ფაკულტეტი, შალვა გაწერელიას ჯგუფი.  2004 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ანგელოზი, ბატონი ვახტანგი (ლ. ბუღაძე “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და …პრეზიდენტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

სერ ენდრიუ (შექსპირი “შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ” რეჟისორი – რ. სტურუა),

ზიგი (ი. სამსონაძე “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, რეჟისორები – რ. შტურუა, ა. ენუქიძე),

ფარტაზი (ო. ჭილაძე “წათეს წითელი წაღები”, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),

დავითი (თ. ჭილაძე “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, რეჟისორი – რ. სტურუა),

სტუმარი (ე. ე. შმიდტი “სტუმარი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),

ალე (თ. ჭილაძე “ნადირობის სეზონი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მისტერ სოუბერი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

ჰარისი (ტ. სტოპარდი “მაგრიტის შემდეგ”, რეჟისორი – გ. თავაძე).

ალცესტი (ჟან-ბატისი მოლიერი “მიზანთროპი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე)

ვახო (ლაშა თაბუკაშვილი “სადღაც, ცისარტყელას მიღმა…” რეჟისორი – რობერტ სტურუა)

მისანი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

კლოვი ( სემუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)

მონაწილეა სპექტაკლის (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”, რეჟისორი – ნ. საბაშვილი)

ჰეფესტო (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)

მონაწილეა სპექტაკლისა “ჯადოსნური ღამე”, ,,ბედი ქართლისა”, “ერთხელ… მხოლოდ…”.

თავისუფალ თეატრში შესრულებული აქვს როლები: შვილი (“ტელემისტერია” კ. საკონის პიესის მიხედვით, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), გილდენსტერნი (შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), ვოიცეკი (გ. ბიუხნერი “ვოიცეკი”, რეჟისორი – ა. ენუქიძე), სგანარელი (ჟ. ბ. მოლიერი “დონ ჟუანი”, რეჟისორი – ა. ჯაყელი), მზიდავი (დე ფილიპო ”ჩრდილები”, რეჟისორი –  გ. შალუტაშვილი) დადიანი (კ. გოლდონი “მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), აზდაკი (ბ. ბრეხტი “კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი).
რიჩარდ III (უილიამ შექსპირი,  რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი)

გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში:
“იდიოტოკრატია” (რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), “თბილისური Love Story” (რეჟისორი – გ. მასხარაშვილი),  “ყველაფერი კარგად იქნება” (რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), “ოცნების ქალაქი” (რეჟისორი – დ. იმედაძე), “ერთხელ შუა ქალაქში” (რეჟისორები – დ. ჭიბაშვილი, გ. კორხელაური), “მიდი, ძმაო, მიდი” (რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), “ისპაჰანი-ბათუმი” (რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),  “ანოს და ვანოს თავგადასავალი” (რეჟისორი – ლ. დაბრუნდაშვილი).

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: