ლაშა ჯუხარაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წელს

2013 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სამსახიობო  ფაკულტეტი, გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი.  ამავე წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

რუსთაველის თეატრში შეასრულებული როლები:

აკასტი (ჟ.მოლიერი „მიზანთროპი“ ;რეჟისორი: გ.გორგოშიძე),

დეციუსი (უ.შექსპირი „იულიუს კეისარი“; რეჟისორი: რ.სტურუა),

ჯარისკაცი, მონადირე, პრეზიდენტი  (ო. ჭილაძე “ნადირობის სეზონი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ქისტი ახუნდი (ვაჟა-ფშაველა “სტუმარ-მასპინძელი”, რეჟისორი – ვ. გორგოშიძე),

ეილერდ ლევბორგი (ჰენრიკ იბსენი “ჰედა გაბლერი”, რეჟისორი – თათა პოპიაშვილი).

მონაწილეა სპექტაკლის  (კარლო კოლოდი “პინოკიოს თავგადასავალი”, რეჟისორი – ლ. ლომჯარია)

მონაწილეა სპექტაკლისა: ,,ჯადოსნური ღამე”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”.

კ.მარჯანიშვილის თეატრი : 

ჟილი (ფ.ლელუში „ვთამაშობთ სიმართლეს“,რეჟისორი: ა.ცუცქირიძე)

გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში:

დოქ.კანდელაკი (,,მედ-იარი,, რეჟისორი – დ.ჭაბაშვილი)

ფაუსტი („პანიკის გარეშე“ რეჟისორი – ლ.დაბრუნდაშვილი;გ.ქობალია)

ფარხად ბუზუგლუ („ალი და თეო“ რეჟისორი – ლ.კიტია)

ბუხა („ფსიქოპატთა თამაშები“ რეჟისორი – ო.შამათავა)

ნიკუშა ყიფიანი( „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟისორი – გ.ლიფონავა,რ.რამიშვილი)

გორგოძე („პარადოქსი“ რეჟისორი – ზ.მენთეშაშვილი;ლ.ბახია)

მედია & ჯილდოები:

2011
(რეგიონალური ეჭიუდების ფესტივალის გამარჯვებული ნომინაციაში : საუკეთესო მსახიობი მამაკაცი)

კონტაქტი: