ბიოგრაფია
დაიბადა 1965 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1988 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ბეკინე, კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),
კარის დიდებული (გ. ბიხნერი ,,ლეონსი და ლენა”, რეჟისორი – ნ. კვასხვაძე),
ლაერტი, მსახიობი (შექსპრი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),
ორმოცდამეჩვიდმეტე (ა. ჩეხოვი ,,პალატა N6”, რეჟისორი – დ. ანდღულაძე),
ღინღილა (მ. ჯავახიშვილი ,,მუსუსი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),
ასტოლფო(პ. კალდერონ დე ლა ბარკა ,,ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა),
კონფუცი(,,საშობაო სიზმარი” ჩ. დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორები – რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე),
ვანგი (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთლი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ბენკო (შექსპირი ,,მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლიმონა (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გელა (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”,რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),
იჩო, მურთაზი (გრ. რობაქიძე ,,ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ტარტალია (კ. გოცი ,,ქალი-გველი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე)
კლავდიუსი (შექსპირი ,,ჰამლეტ”,რეჟისორი – რ. სტურუა),
ორსინო (შექსპირო ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”,რეჟისორი – რ. სტურუა),
დიდი (ს. ბეკეტი ,,გოდოს მოლოდინში”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ოსეფა (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
უასაკო კაცი (ს. ბეკეტი ,,პირველი სიყვარული”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე),
ჰუგო (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
მეცხრე მსაჯული (რ.როუზი ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი, რეჟისორები – რობერტ სტურუა, რევაზ ჩხაიძე)
ნაგი (სემუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
ალექსი (უილიამ ნიკოლსონი “ნაპრალები”, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – დავით თურქიაშვილი)
მონაწილეა სპექტაკლის (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”, რეჟისორი – ნ. საბაშვილი)
მონაწილეა სპექტაკლის (მარო მადოიან-ალაჯაჯიანი “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ”, რეჟისორი – ჰ. ღაზანჩიანი.
მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,იაკობის სახარება”, ,,სტიქსი”, ,,შობა ტიფლისში”