ბიოგრაფია
დაიბადა 1980 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2007 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოკეანის ასული (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)
ანა ფროიდი (ერიკ-ემანუელ შმიტი, “სტუმარი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),
მეხანძრე (მაქს ფრიში, “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ამალია (ნ. იორდანოვი, “გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე),
ქადაგი (ვაჟა-ფშაველა “სტუმარ-მასპინძელი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),
გერტრუდა (“ჰამლეტი.comX”, სურათები უილიამ შექსპირის “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),
ანა, კოკოლი (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმას და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),
მისის ბედუინი, სალი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
გრაფის ასული ადელი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).
არსინოა (ჟან-ბატისი მოლიერი “მიზანთროპი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე)
პირველი დედა – ლისისტრატე (ლაშა ბუღაძე, რეჟისორი- დავით საყვარელიძე)
ანა ბე – (ლაშა თაბუკაშვილი ,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორები – გ. ბრეგაძე, დ. ნიკოლაძე)
მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,ელექტრა”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”,
“იყო და …რა?!” (შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მიხედვით, რეჟისორები – ა. ბაქრაძე, ნ. კვასხვაძე, თეატრი “Life”), ”ამერიკა” (ნ. კვინიკაძე, რეჟისორები – ვ. ფურცხვანიძე, ლ. ნოზაძე), “განაჩენი ჩვენს ბავშვს” (ფ. ქ. კროტცი, რეჟისორი – ლ. ჭინჭარაული), “ბენიამინი” (რ. პაჩოხა, რეჟისორები – ტ. ლეშჩინსკი, ი. გოგია) “ელექრა” (დამდგმელი რეჟისორი _ გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი _ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), “ჯადოსნური ღამე”.
გადაღებულია დოკუმენტურ ფილმებში:
“გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია“ (რეჟისორი – ი. კოჭლამაზიშვილი) და სატელევიზიო ფილმში “უიქენდი” (რეჟისორი – თ. ფალა-ვანდიშვილი).