მარიკა ჭიჭინაძე

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ოფელია, ელო (თ. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ქეთევანი (შ. შამანაძე ,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე),

გულქანი (ვაჟა-ფშაველა ,,მოკვეთილი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

ელენე (ა. წერეთელი ,,სამგვარი სიყვარული”, დადგმის ხელმძღვანელი – რ. სტურუა, რეჟისორი – ლ. ბურბუთაშვილი),

კორდელია (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ნატაშა (გ. ბათიაშვილი ,,შეთქმულება”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

როსაურა (პ. კალდერონ დე ლა ბარკა ,,ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა),

დედოფალი (ხ. ლევინი ,,პირდაღებული”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

ლალი, ნია (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),

გერტრუდა (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

თეკლა (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
უფლისწული დავითი (თამარ და აკაკი პაპავები, ,,უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)

მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,სტიქსი’’, “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა)

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: