ბიოგრაფია
დაიბადა 1947 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. (მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი).
1983 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
დიმიტრი პაუშენკო (გ. ბათიაშვილი ,,შეთქმულება”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
ბატონი ნოე (დ. ტურაშვილი ,,დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),
მარლის სული (“საშობაო სიზმარი”, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორები – რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე),
კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ვიქტორი (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი – ა. ენუქიძე),
აბესალომი (ი. სამსონაძე ,,იქ, სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი – გ. თავაძე),
თომა (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავვაძე),
მესამე მსაჯული (რ. როუზი, “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, დამდგმელი რეჟისორი – რობერტ სტურუა, რეჟისორი – რევაზ ჩხაიძე),
ბატონი კოტე (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
ბერლეი (ფ. შილერი “მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
პოლონიუსი (ნ. იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე).
მონაწილეა სპექტაკლისა ,,სხვა საქართველო’’.
კინომსახიობთა თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ლეანდრო (ფ. გ. ლორკა ,,სისხლიანი ქორწილი”, რეჟისორი – ქ. დოლიძე),
ვარავინი (სუხოვო-კაბილინი “საქმე”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
იაკობი (იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება”, რეჟისორები – ნ.ხატისკაცი, ნ. ბაგრატიონი),
დონ ჟუანი (მოლიერი ,,დონ ჟუანი”, რაჟისორი – მ. თუმანიშვილი).
მ. ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები: ,,ბედისწერა გვიხსნის მარად” და ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი”; ვ. ანჯაფარიძის სახ. თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი ,,… და სიმღერით ვკვდები”, გ. რჩეულიშვილის მოთხრობები მიხედვით – ,,ზღვა ძალიან ღელავს”, შექსპირის ,,ჰამლეტისა” და სონეტების მიხედვით – ,,დროთა კავშირი დაირღვა”, დ. გულიას ლექსების მიხედვით – ,,მე იალქანი უნდა გავშალო”, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში ,,დედა დედოფალი”.
კინოროლები:
როზოვი(როზოვი “გზაჯვარედინზე“ რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), სოსიკო (ლ. ჭელიძე “სინემა“ რეჟისორი – ლ. ელიავა), თამაზ ენგური (გრ. რობაქიძე “ჩაკლული სული“, რეჟისორი – გ. მგელაძე)
მურამან ჯინორიამ შეასრულა სერგოს როლი სატელევიზიო დადგმაში “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი)