ბიოგრაფია
დაიბადა 1991 წელს
2013 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი. ამავე წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ანასტასია (თამარ და აკაკი პაპავები, ,,უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე),
ანა (ს. მროჟეკი “ტანგო”, სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გიორგი თავაძე).
მონაწილეა სპექტაკლისა: “ელექტრა”, “საახალწლო ნობათი”