ქეთევან სვანიძე

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1988 წელს.

2007 წელს დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ვოკალური განყოფილება (პედაგოგი – პროფესორი ლამარა გოგლიჩიძე). იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბავშვთა გუნდის წევრი.

მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში:

პუჩინი ,,ტოსკა’’ (რეჟისორი – გ. მელივა)
მასკანი ,,სოფლის პატიოსნება’’ (რეჟისორი – დ. საყვარელიძე)
ბიზე ,,კარმენი’’ (რეჟისორი – რ. სტურუა)
პეტრე ჩაიკოვსკი ,,პიკის ქალი’’ (რეჟისორი – გ. მელივა)

მუშაობდა გია ყანჩელის ოპერაზე ,,…და არს მუსიკა’’.

1995-2005 წლებში ცეკვავდა საქართველოს აკადემიურ ანსამბლში ,,ერისიონი’’.
2009 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2009 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

მეხანძრე (მაქს ფრიში, ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი’’, – რეჟისორი რ. სტურუა),
ოფელია (,,ჰამლეტ.comX’’ სურათები უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტიდან’’, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),
ლუსი (ფ. მარსო ,,კვერცხი’’, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),
მარიანა (რ. პაჩოხა ,,ბენიამიანი’’, რეჟისორები – ტ. ლეშჩინსკი, ი. გოგია),
მეგი (ო. ქათამაძე ,,აივანი’’, რეჟისორი – რ. შატაკიშვილი).
ოდეტა (ჟ.დელი, ჟ. სიბლეირასი ,,გაუმარჯოს ბუშონს”, რეჟისორი – ი. ბაკურაძე)

მოსეირნე, ბალერინა (ლ. ბარტის მიუზიკლი ,,ოლივერ!” ჩ. დიკენსის ,,ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე)

ნენსი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

სალიმენა  (ჟან-ბატისი მოლიერი “მიზანთროპი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე)

შერონ გრეიმი (ტერენს მაკნელი “მარია კალასი. გაკვეთილი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)

პორცია (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

მონაწილეა სპექტაკლის “ერთხელ… მხოლოდ…”, რეჟისორი – რ. სტურუა

ხამფერა (გ. ერისთავი “ძუნწი” სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)

მონაწილეა სპექტაკლის (კარლო კოლოდი “პინოკიოს თავგადასავალი”, რეჟისორი – ლ. ლომჯარია)

მონაწილეა სპექტაკლებისა:

,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!’’ (ავტორი და რეჟისორი – ა. ბლაითი). “ელექრა” (დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), “ჯადოსნური ღამე”, ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”,

 

მონაწილეა ტელესერიალისა ,,შუა ქალაქში’’.

2013 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე “2012 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“ (ოდეტას როლის შესრულებისათვის ჟან დელისა და ჟერალდ სიბლეირასის პიესაში “გაუმარჯოს ბუშონს“)

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: