რუსკა მაყაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობია 2008 წლიდან.

რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ბოროტი გრძნეული (ფრენკ ბაუმი “ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი”, რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა)

მონაწილეა სპექტაკლის (დ. კლდიაშვილი “მსხვერპლნი”, რეჟისორი – გიორგი კაშია)

მონაწილეა სპექტაკლის (თ. ჭილაძე “მე პაწია მერცხალი ვარ”, რეჟისორი – გრიგოლ ჟორდანია)

ბერთულეს ქალიშვილი (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – სანდრო მრევლიშვილი),

მეხანძრე (მ. ფრიში ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა),

ქეთუთა (,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება”, ავტორი და რეჟისორი – გიო მგელაძე),

ქეთი (ი. სამსონაძე, გ. თავაძე ,,დაბოლილი მთვარე’’, რეჟისორი – გოგა თავაძე),

მარია (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,შობა ტიფლისში”, ,,ბედი ქართლისა”, “საახალწლო ნობათი”, “კონკია”.

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: