თათული დოლიძე

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1952 წელს.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1972 წლიდან.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ადელა (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – ტ. ჩხეიძე),

მარინე (გ. ფანჯიკიძე ,,მეშვიდე ცა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

გაიანე (ა. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი – რ. სტურუა),

თინა (ე. გაბრიელოვიჩი, ი. რაიზმანი ,,ჩვენი თანამედროვე”, რეჟისორები – რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი),

ქეთევან ახატნელი (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),

გრუშე (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ანო (თ. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ნატაშა (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

გონერილი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

დარეჯანი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

ირინე კვაშალი (ლ. ბუღაძე ,,სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

ალისა (ფ. დიურენმატი “ვთამაშობთ სტრინდბერგს”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

გალილეო გალილეი (,,ვარდნილი სხეულები”, ავტორი და რეჟისორი – ჯ. ლივაი)

მონაწილეა სპექტაკლისა “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა)

ლილი (უილიამ ნიკოლსონი “ნაპრალები” ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – დავით თურქიაშვილი)

 

თეატრალურ სარდაფში: ჰერტრუდა (,,ჰამლეტი”)

მედია & ჯილდოები:

1981
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება
1999
საქართველოს სახელმწიფო პრემია

კონტაქტი: