ზურაბ შარია

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1968 წელს.

1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (პროფესორი მიხეილ თუმანიშვილის კლასი).

1993  წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები 

ტამბურმაჟორი (გ. ბიუხნერი ,,ვოიცეკი”, რეჟისორი – ლ. წულაძე),

ილია აფანასევიჩ შამრაევი (ა. ჩეხოვი ,,თოლია”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

ლორდი (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),

გერასიმე (თ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),

I მცველი (კ. გოცი “ქალი-გველი”, რეჟისორები რ. სტურუა, დ. საყვარელიძე),

ვოლტიმანდი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მეორე აბჯროსანი (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

სერ ენდრიუ (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მცველი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი).

ტრებონიუსი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,ლამარა’’, “იაკობის სახარება”,  “შორაპნელი ქალბატონები”, ,,სტიქსი’’, ,,ბედი ქართლისა”.

მონაწილეა თეატრალური სარდაფის სპექტაკლებისა:
“აი ეს სკამი, აი ეს საწოლი”, “ცხვირი”, “სამგროშიანი ოპერა”, “მარიო და ჯადოქარი”.

გადაღებულია ფილმებში:

“ქუჩის დღეები”, “მაიორ პუგაჩოვის უკანასკნელი ბრძოლა” (НТВ КИНО), “კედელი მზერის არეში”, “სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში”, “ყავა და ლუდი”, “თენდება გვიან”, “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, “ამბავი დონ კიხოტისა და სანჩოსი”.

ზურაბ შარია არის ავტორი სატელევიზიო პროექტებისა, წყალქვეშა და ექსტრემალური გადაღებების სპეციალისტი, სერთაშორისო სერთიფიცირებული მყვინთავი, ავტორი სპეციალური რეპორტაჟებისა ერაყიდან და ა.შ

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: