ავტორი
რეჟისორი
კოსტუმების მხატვარი
კომპოზიტორები
ქორეოგრაფი
რეჟისორის თანაშემწე
სპექტაკლის შესახებ:
„დიახ, დღეს დღეისობით ხშირდ ვდგამ ქართულ პიესებს. ბოლო წლებში საქართველოში იმდენი რამ მოხდა, რომ მინდა, გავერკვე კონკრეტულად ამ მოვლენებში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ერთმანეთში აირიოს სიკეთე და ბოროტება, შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს იმის გარკვევა,რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, მაგრამ ყოველთვის რჩება მარადიული ფასეულობები, რჩება ჭეშმარიტება, რომელიც არასდროს იცვლება. სიკეთე ყოველთვის იქნება სიკეთე, ბოროტება -- ბოროტება. და თუ ზოგჯერ ბოროტება იმარჯვებს, საბოლოოდ მაინც სიკეთე დარჩება გამარჯვებული." - რობერტ სტურუა
ერლომ ახვლედიანის მოთხრობებში ვანოზე და ნიკოზე, რომლებშიც აბსურდის ელემენტებია გამოყენებული, სათქმელი იშვიათად არის გადმოცემული მკაფიოდ და ნათლად. ეს უჩვეულო ისტორიებია, მოულოდნელობებით აღსავსე და მათ გაგებით უნდა მივუდგეთ. ისინი არ სთავაზობენ აუდიტორიას ბანალურ და მარტივ გაკვეთილებს. ეს ისტორიები უცნაურია, თუმცა ხშირად გავლენას ახდენს მაყურებელზე. უდაოდ, ერლომ ახვლედიანის სიუჟეტები ყოველთვის დამაინტრიგებელია. მოთხრობები ვანოზე და ნიკოზე ისეთი მარტივი სიმბოლოებით გადმოსცემენ სათქმელს, როგორიცაა: ხეები, სახლები, ქუჩები, მზე, წვიმა. ამ მოთხრობებში ვერ შეხვდებით გრძელ აღწერით აბზაცებს. ასევე, მცირეა პერსონაჟების განვითარებაც. ვანო ზოგადად წარმოდგენილია როგორც რბილი, კეთილი და პატიოსანი ადამიანი. ნიკო უფრო იმპულსურია და სწრაფად ბრაზდება. რობერტ სტურუას სპექტაკლში ბრძოლა ადამიანური ბუნების ორ მხარეს შორის მიმდინარეობს, მაგრამ ვანოს და ნიკოს ურთიერთობა სიუჟეტიდან გამომდინარე ანტაგონისტურიდან თანდათან თბილი და მეგობრული ხდება. სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ არის იგავი, რომელიც უდაოდ უტოვებს მაყურებელს საფიქრალს.