ავტორი
რეჟისორი
მხატვარი
კოსტიუმების მხატვარი
მუსიკალური გაფორმება
სიმღერების ტექსტი
ქორეოგრაფი
რეჟისორის თანაშემწე
პ რ ე მ ი ე რ ა (25 დეკემბერი - 14 იანვარი)
საახალწლო წარმოდგენა დიდ სცენაზე!
ჯადოსნური მუსიკალური ზღაპარი ერთ მოქმედებად.
ფრენკ ბაუმის „ზურმუხ ტქალაქის საოცარი ჯადოქარი“. არის საოცრებებითა და ფანტაზიით სავსე სათავგადასავლო ზღაპარი, რომელიც მოგვითხრობს გოგონა დოროთის თავგადასავალს. ქარიშხალი მას სახლიდან ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში გადაიყვანს. შინ დაბრუნების იმედით, დოროთი მიემართება ზურმუხტქალაქისკენ, რათა შეხვდეს იდუმალ ჯადოქარს. გზად ის დაუმეგობრდება თუნუქის ტყეკაფიას, საფრთხობელას და მშიშარა ლომს, რომლებიც საკუთარი გონების, გულისა და სიმამაცის პოვნას ესწრაფვიან. ერთად ისინი უპირისპირდებიან და ამარცხებენ ბოროტ ჯადოქარს და ხვდებიან, რომ ნამდვილი გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული თითოეულ მათგანს უკვე გააჩნია.
მოემზადეთ ფერადი საოცრებებითა და ემოციებით სავსე ზღაპრის სამყაროში მოგზაურობისთვის, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ საოცრებას ქმნის, მეგობრობა და ჯადოსნური წამები სცენაზე ცოცხლდება. გაოცდით, გაიღიმეთ და აღმოაჩინეთ თქვენი შინაგანი გმირი – ეს ამბავი სავსეა ჯადოსნური მოვლენებით, ემოციური ეპიზოდებით და დაუვიწყარი თავგადასავლებით.


