ბიოგრაფია
დაიბადა 1971 წელს.
1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი.
1996-2001 წლებში გახლდათ „რუსთავის დრამატული თეატრის“ მსახიობი.
2001-2003 წლებში იყო „თეატრალური სარდაფის“ მსახიობი.
2003 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
მერვე მსაჯული (რ. როუზი ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, რეჟისორი – რ. სტურუა),
აიეტი (თ. ჭილაძე ,,წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),
მარკიზ დე სადი (,,შეშლილი სამყარო“ იუკიო მასიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნინო ლიპარტიანი),
ფრანკი (რ. შიმელპფენიგი ,,ქალი წარსულიდან“, რეჟისორი – მ. ნაცვლიშვილი),
შავი მაგიის მაგისტრი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟისორი – რ. სტურუა),
მარშალი დიორფლინი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).
ციცერო, ფლავიუსი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
მონაწილეა სპექტაკლებისა “ჯადოსნური ღამე”, “საახალწლო ნობათი”.
რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
კვაჭი (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეჟისორი – ლ. წულაძე),
ჰამლეტი (შექსპირი ,,ჰამლეტი“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
მამუკა (,,ცოდვის შვილები“ მარიო პიუზოს ,,ნათლიმამას“ მიხედვით, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
ლიმონა (ნ. დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
დავით აღმაშენებელი (კ. გამსახურდია „დავით აღმაშენებელი“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
ბუხუტი (ო. იოსელიანი „ურემი გადაბრუნდა“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
ჰოკონ ჰოკონსენი (ჰ. იბსენი „ბრძოლა ტახტისათვის“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
იუნონი (ა. ღებინსკი „დოქტორ პაპატაჩის ვალსი“, რეჟისორი – ზ. წაქაძე),
კრუპიე ბიჭი (ი. სამსონაძე „იქ სადაც ღვარად მოედინება“, რეჟისორი – კ. აბაშიძე),
მორჩილი (ი. სამსონაძე „ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის“, რეჟისორი – ლ. სვანაძე)
რუსთაველის თეატრალურ სარდაფში განსახიერებული როლები:
ვანია (ფ. დოსტოევსი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),
ლოიდი (მ. ფრეინი „ხმაური სცენის მიღმა“, რეჟისორი – ო. ეგაძე),
ოსკარ რაიტრი (პ. ზიუსკინი „კაფე-როსინი“, რეჟისორი – ლ. წულაძე),
ფრენკ ჰარდრერი (ჟ. ბრიკერი, მ. ლესაგი „ინსტინქტი“, რეჟისორი – ო. ეგაძე),
ვერნერი (მ. ფონ მაიენბურგი „ცივი ბავშვი“, რეჟისორი – გ. ბრეგაძე)