ირაკლი მაჭარაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წელს.  

1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი – გ. ჟორდანია)

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1986 წლიდან.                     

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ბეკინა (დ. კლდიაშვილი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

საშა (ბ. ვასილევი ,,ამაღამ მგონი იქნება ქარი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

ლუციუსი (შექსპირი “ტიტუს ანდრონიკუსი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

ბატონი ფრანკი (ფ. გუდრიჩი, ა. ჰაკეტი ,,ანა ფრანკის დღიური”, რეჟისორი გ. ჟორდანია),

ვალერიო (გ. ბიუხნერი ,,ლეონსი და ლენა”, რეჟისორი – მ. კვასხვაძე),

ჰორაციო (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

ბობი კრეჩეტი (,,საშობაო სიზმარი”),

სიკო (მ. ჯავახიშვილი ,,მუსუსი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

პავლე როდამიშვილი (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი – ა. ენუქიძე),

III ღმერთი (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მოგვი (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მეექვსე მსაჯული (რ. როუზი ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, რეჟისორები – რ. სტურუა, რ. ჩხაიძე),

პოეტი (ო. ჭილაძე ,,წათეს წითელი წაღები”, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),

ექიმი, ბიძა (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),

პოლიციელი (მ. ფრიში ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

პირველი ხისმჭრელი, მღვდელი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),

ბრანდენბურგის მთავარი ფრიდრიხი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე),

გამზრდელი  (სოფოკლე “ელექტრა”, დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

 

მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,ლამარა’’, ,,იაკობის სახარება’’, ,,სტიქსი’’,  ,,ბედი ქართლისა”.

გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განასახიერა  ჰორაციო (შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი)

გადაღებულია ფილმებში: “ამბავი დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი”, “ცეცხლთან თამაში”, “მოსკოვური საგა” (მოსფილმი),  “მძიმე ქვიშა” (მოსფილმი).

გადაღებულია სატელევიზიო სერიალებში

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: