ბიოგრაფია
დაიბადა 1946 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1968 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ბარდღუნია (ლ. ქიაჩელი “გვადი ბიგვა”, ამ როლზე მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი რუსთაველის თეატრში მიიწვია),
ლაქია (მოლიერი “გააზნაურებული მდაბიო”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),
მიტო (პ. კაკაბაძე “კოლმეურნის ქორწინება”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
მდივანი (პ.კაკაბაძე “ყვარყვარე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
მერძევე (მ. ელიოზიშვილი “ბებერი მეზურნეები”, რეჟისორი – ა. ჩხარტიშვილი),
ტიბალტი (შექსპირი “რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
ჭინჭრაქა (გ. ნახუცრიშვილი “ჭინჭრაქა”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
ბოჩიკო (რ. თაბუკაშვილი “რაიკომის მდივანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ექიმი, II ვექილი (ბ. ბრეხტი “კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ენობარბოს (შექსპირი “ანტონიოს და კლეოპატრა”, რეჟისორი – თ. სუმბათაშვილი),
მერაბი (რ.სტურუა, ლ. ფოფხაძე, ა. ვარსიმაშვილი “ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი),
მელოტი (ლ.თაბუკაშვილი “ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
მთვრალი მოქალაქე (რ. იბრაგიმბეკოვი “დაკრძალვა კალიფორნიაში”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ჩონთა (ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
ალეკო (ვ.სიხარულიძე “გარეუბნის მარტოსახლი”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე),
ბატონი ლავრენტი (დ. ტურაშვილი “დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ჩამოსული ექიმი (ა. ჩეხოვი “პალატა 16”, რეჟისორი – დ. ანდღულაძე),
მეფე ბასილიოს მსახური, მოქალაქე (კალდერონ დე ლა ბარკა “ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ქმარი, მი ფუ (ბ. ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლენოქსი, მასხარა (შექსპირი “მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ჰიდირ (გ. რობაქიძე “ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ბიძინა (ი. სამსონაძე “იქ, სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი – გ. თავაძე),
ბატონი ნესტორი (თ. ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე),
რუსის ოფიცერი (ი. ჭავჭავაძე “კაცია-ადამიანი?!” რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
პოცო (ს. ბეკეტი “გოდოს მოლოდინში”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ნოშრევანი (ი. სამსონაძე “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ღორო (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
თავშესაფრის მეპატრონე, მისტერ გრიმვიგი, მეთევზე (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
პოლკოვნიკი კოტვიცი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).
სცენის მუშა (ტერენს მაკნელი “მარია კალასი. გაკვეთილი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
ჰამი (სემუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული” რეჟისორი – რობერტ სტურუა)
კარაპეტა დამბაღოვი (გ. ერისთავი “ძუნწი” სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)
მონაწილეა სპექტაკლის (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)
მონაწილეა სპექტაკლისა “იაკობის სახარება” (ი. გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით, რეჟისორი – რ. სტურუა).
გადაღებულია ფილმებში:
“ნატვრის ხე” (რეჟისორი – თ. აბულაძე), “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “დაბადების დღე” (რეჟისორი – რ. აჯოგოვი), სატელევიზიო სერიალებში: “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე), “მგლების ხორუმი” (რეჟისორი – ზ. ხალვაში),
ითამაშა სატელევიზიო დადგმებში:
“ჯაყოს ხიზნები” (რეჟისორი – თ. ჩხეიძე), “ძალად ექიმი” (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), “თავსაფრიანი დედაკაცი” (რეჟისორი – მ. ჯალიაშვილი).
მონაწილეა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერისა “მითირდატე პონტოს მეფე” (რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
წლების განმავლობაში მუშაობდა რეჟისორებთან: მ. თუმანიშვილი, რ. სტურუა, თ. ჩხეიძე, გ. ქავთარაძე, ა. ვარსიმაშვილი, ა. ენუქიძე, დ. საყვარელიძე, გ.თავაძე