Biography
დაიბადა 1983 წელს.
დაამთავრა სკოლა-სტუდია “ბერიკები“, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. არის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
2001-2003 წლებში იყო სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კლუბში, 2003-2007 წლებში – გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახლმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 2005-2012 წლებში საბავშვო სკოლა-სტუდია “სახლი თეატრში” ქორეოგრაფი.
2007 წლიდან დღემდე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
მონაწილეა გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლეისა: “ღია შუშაბანდი”, “ჰელადოსი”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჭინჭრაქა”, “წეროს ფრთები”, “ჩარლის დეიდა”.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
მეორე ვეზირი (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
თამადა, რეზი (,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება” ავტორი და რეჟისორი – გ. მგელაძე),
ნიკოლო (რ. პაჩოხა “ბენიამინი”, რეჟისორები – ტ. ლეშჩინსკი, ი. გოგია)
გუსტავი (ფ. მარსო “კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),
ჟუსტინა, როსინიოლი (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),
ლაერტი (“ჰალმეტ.comX” სურათები უილიამ შექსპირის “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),
ნოე ქლეიპოლი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
მთხრობელი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
Other performances:
“ჯადოსნური ღამე”, ,,შობა ტიფლისში”, “საახალწლო ნობათი”.
გადაღებულია ფილმებში:
“უშენოდ მგონი მოვკვდები”, “სპამი”.
ირაკლი სანაია არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პროექტის „დასი“ გამარჯვებული.
მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქ. სუზბახის (გერმანია) თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე