ირაკლი სანაია

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1983 წელს.

დაამთავრა სკოლა-სტუდია “ბერიკები“, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. არის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

2001-2003 წლებში იყო სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კლუბში, 2003-2007 წლებში – გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახლმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 2005-2012 წლებში საბავშვო სკოლა-სტუდია “სახლი თეატრში” ქორეოგრაფი.

2007 წლიდან დღემდე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

მონაწილეა გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლეისა: “ღია შუშაბანდი”, “ჰელადოსი”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჭინჭრაქა”, “წეროს ფრთები”, “ჩარლის დეიდა”.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

მეორე ვეზირი (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),

თამადა, რეზი (,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება” ავტორი და რეჟისორი – გ. მგელაძე),

ნიკოლო (რ. პაჩოხა “ბენიამინი”, რეჟისორები – ტ. ლეშჩინსკი, ი. გოგია)

გუსტავი (ფ. მარსო “კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი),

ჟუსტინა,  როსინიოლი (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),

ლაერტი (“ჰალმეტ.comX”  სურათები უილიამ შექსპირის  “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),

ნოე ქლეიპოლი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).

მთხრობელი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

მონაწილეა სპექტაკლებისა:
“ჯადოსნური ღამე”, ,,შობა ტიფლისში”, “საახალწლო ნობათი”.

გადაღებულია ფილმებში:

“უშენოდ მგონი მოვკვდები”, “სპამი”.

ირაკლი სანაია არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პროექტის „დასი“ გამარჯვებული.

მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქ. სუზბახის (გერმანია) თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე

მედია & ჯილდოები:

კონტაქტი: