დავით უფლისაშვილი

მსახიობი

სპექტაკლები:

ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1968 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:  

ბარდღუნია (ლ. ქიაჩელი “გვადი ბიგვა”, ამ როლზე მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი რუსთაველის თეატრში მიიწვია),

ლაქია (მოლიერი “გააზნაურებული მდაბიო”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),

მიტო (პ. კაკაბაძე “კოლმეურნის ქორწინება”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),

მდივანი (პ.კაკაბაძე “ყვარყვარე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

მერძევე (მ. ელიოზიშვილი “ბებერი მეზურნეები”, რეჟისორი – ა. ჩხარტიშვილი),

ტიბალტი (შექსპირი “რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),

ჭინჭრაქა (გ. ნახუცრიშვილი “ჭინჭრაქა”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),

ბოჩიკო (რ. თაბუკაშვილი “რაიკომის მდივანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ექიმი, II ვექილი (ბ. ბრეხტი “კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ენობარბოს (შექსპირი “ანტონიოს და კლეოპატრა”, რეჟისორი – თ. სუმბათაშვილი),

მერაბი (რ.სტურუა, ლ. ფოფხაძე, ა. ვარსიმაშვილი “ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი),

მელოტი (ლ.თაბუკაშვილი “ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

მთვრალი მოქალაქე (რ. იბრაგიმბეკოვი “დაკრძალვა კალიფორნიაში”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ჩონთა (ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),

ალეკო (ვ.სიხარულიძე “გარეუბნის მარტოსახლი”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე),

ბატონი ლავრენტი (დ. ტურაშვილი “დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ჩამოსული ექიმი (ა. ჩეხოვი “პალატა 16”, რეჟისორი – დ. ანდღულაძე),

მეფე ბასილიოს მსახური, მოქალაქე (კალდერონ დე ლა ბარკა “ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ქმარი, მი ფუ (ბ. ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ლენოქსი, მასხარა (შექსპირი “მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ჰიდირ (გ. რობაქიძე “ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ბიძინა (ი. სამსონაძე “იქ, სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი – გ. თავაძე),

ბატონი ნესტორი (თ. ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე),

რუსის ოფიცერი (ი. ჭავჭავაძე “კაცია-ადამიანი?!” რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

პოცო (ს. ბეკეტი “გოდოს მოლოდინში”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ნოშრევანი (ი. სამსონაძე “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, რეჟისორი – რ. სტურუა),

ღორო (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

თავშესაფრის მეპატრონე, მისტერ გრიმვიგი, მეთევზე (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

პოლკოვნიკი კოტვიცი (ჰ. ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“, რეჟისორი – გ. გორგოშიძე).

სცენის მუშა (ტერენს მაკნელი “მარია კალასი. გაკვეთილი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა)

იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).

ჰამი (სემუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული” რეჟისორი – რობერტ სტურუა)

კარაპეტა დამბაღოვი (გ. ერისთავი “ძუნწი” სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)

მონაწილეა სპექტაკლის (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)

მონაწილეა სპექტაკლისა “იაკობის სახარება” (ი. გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით, რეჟისორი – რ. სტურუა).

გადაღებულია ფილმებში:
“ნატვრის ხე” (რეჟისორი – თ. აბულაძე), “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” (რეჟისორი – გ. მატარაძე), “დაბადების დღე” (რეჟისორი – რ. აჯოგოვი), სატელევიზიო სერიალებში: “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე), “მგლების ხორუმი” (რეჟისორი – ზ. ხალვაში),

ითამაშა სატელევიზიო დადგმებში:
“ჯაყოს ხიზნები” (რეჟისორი – თ. ჩხეიძე), “ძალად ექიმი” (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), “თავსაფრიანი დედაკაცი” (რეჟისორი – მ. ჯალიაშვილი).

მონაწილეა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერისა “მითირდატე პონტოს მეფე” (რეჟისორი – დ. საყვარელიძე).

წლების განმავლობაში მუშაობდა რეჟისორებთან: მ. თუმანიშვილი, რ. სტურუა, თ. ჩხეიძე, გ. ქავთარაძე, ა. ვარსიმაშვილი, ა. ენუქიძე, დ. საყვარელიძე, გ.თავაძე

მედია & ჯილდოები:

1980
მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია
1990
მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება
2013
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე “2012 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ დაჯილდოვდა პრემიით “მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ (პოლკოვნიკი კოტვიცი, ჰაინრიხ ფონ კლაისტი “პრინცი ჰომბურგი“)

კონტაქტი: