ბიოგრაფია
დაიბადა 1982 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2005 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოკეანის ასული (ესქილე “მიჯაჭვული პრომეთე”, რეჟისორი – რ. სტურუა)
თეა ელვსტედი (ჰ. იბსენი “ჰედა გაბლერი”, რეჟისორი – თ. პოპიაშვილი)
კაროჟნა (დ. კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),
მანინა (ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),
ანანო (ლ. ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძ),
ბაია (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
ქეთი (,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება” ავტორი და რეჟისორი – გ. მგელაძე),
მეხანძრე (მაქს ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ანა (“განაჩენი ჩვენს ბავშვს”, რეჟისორი – ლ. ჭინჭარაული),
შარლოტა (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
ქალი (ს. ბეკეტი “პირველი სიყვარული, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
ელისაბედი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
სარა (თომას ბერნჰარდი “სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher”, რეჟისორი – ქრისტიან პაპკე)
მონაწილეა სპექტაკლებისა “ელექრა” (დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), ,,ჯადოსნური ღამე”
სხვა თეატრებში შესრულებული როლები:
სილკე (მარიუს ფონ მაინურგი “ცივი ბავშვი”, რეჟისორი – გ. ბრეგაძე),
კატო (ლ. როსება “პრემიერა”, რეჟისორი – ლ. ხვთისიაშვილი),
ფილმში „ღმერთო, რისი გულისთვის” შეასრულა ნათელას როლი (რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე).
მონაწილეა სატელევიზიო მუსიკალური პროექტისა “იმედის ტალღა” (ტელეკომპანია ”იმედი”).
იყო წამყვანი სატელევიზიო გადაცემისა “წუთისოფელი” (ტელეკომპანია ”იმედი”)