თამაშის დასასრული

სპექტაკლის შესახებ

22

აპრილი
 

"თამაშის დასასურლი"

ერთ მოქმედებად

ინგლისური სუბტიტრებით

სპექტაკლის შესახებ: ცარიელ, ჩაკეტილ სახლში, უკანასკნელ დღეებს ატარებს უსინათლო ინვალიდი ჰამი თავის მსახურთან კლოვთან ერთად, რომელსაც წამოჯდომის დროც კი არ აქვს. იქვე კედელთან მიმდგარ ნაგვის ურნაში ცხოვრობენ ჰამის უფეხებო მშობლები - ნაგი და ნელი. თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, თითქოს საშინელმა კატასტროფამ გაანადგურა ყველაფერი. მხოლოდ ეს ოთხი გადარჩა- სრულებით შეძსაძლებელია, რომ ისინი ფიქრობდნენ ასე. რობერტ სტურუას ინტერპრეტირებული „თამაშის დასასრული“ აპოკალიფსია, სამყაროს დასასრულია, კაცობრიობის გაფრთხილებაა... ფორმით კი სცდება მონოდრამასაც, მორალიტესაც, კარნავალურობასაც, ინტერაქტუალობასაც, ეპიკურსაც და არაეპიკურსაც, თავად მაესტროს სათეატრო ენასაც. რობერტ სტურუამ პიესაში არსებული  სულისშემხუთველი, გამოუვალი, დაუსრულებლობის გრძნობის აღმძვრელი გარემოება უფრო აქცენტირებული გახადა, წყვდიადით მოცული მსოფლიოს რყევის, ნგრევის, აპოკალიფსის შეგრძნება კი უფრო მეტად თვალნათელი და შემზარავი.   სპექტაკლი ეძღვნება გია ყანჩელის ხსოვნას.