ექსპერიმენტული სცენა
მუსიკალური კომედია
ერთ მოქმედებად
სპექტაკლის შესახებ:
მოქმედება ორიათასიანი წლების დასაწყისში, თბილისში ვითარდება. სპექტაკლი მოგვითხრობს წარუმატებელი დრამატურგის და ყოფილი მსახიობის ოჯახურ ისტორიაზე. მათ ფსიქო-ემოციურ პრობლემებზე. სტილიზირებულია ეპოქა და ასახავს იმდროინდელ სოციალურ, თუ პოლიტიკურ პრობლემებს, რაც ერთის მხრივ ნოსტალგიური და მეორეს მხრივ მტკივნეულია.